პირობები:

  • საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის უფასო შეცვლას, შეკეთებას, ალტერნატივის შეთავაზებას საგარანტიო ვადით განსაზღვრულ პერიოდში. მომსახურება ხორციელდება ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, საგარანტიო ბარათში მითითებულ მისამართებზე.
  • საგარანტიო პერიოდის ხანგრძლივობა ითვლება საგარნტიო ბარათში მითითებული თარიღიდან.
  • ნივთის შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, პროდუქტი წარედგინება სერვისცენტრს. პრობლემის დადასტურების შემთხვევაში, პროდუქტი ექვემდებარება შეცვლას. ქარხნული წუნის დაფიქსირების შემთხვევაში, ნივთის შეცვლა მოხდება შესაბამისი პროცედურების დასრულებისთანავე. ნივთი მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს დაუზიენებელი ყუთით, სრული შეფუთვით, კომპლექტაციითა და ყოველგვარი მექანიკური დაზიანების გარეშე.
  • პროდუქტის უკან დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა საიტზე არსებულ ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მის ვიზუალურ მხარეს.
  • პროდუქტის შეცვლა ან უკან დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
  • კომპანია არ იბრუნებს და არ ცვლის პროდუქტს იმ შემთხვევაში, თუ საჭიროდ აღარ მიიჩნევს მის ფლობას, არ ამართლებს მის მოლოდინს ან სხვა მსგავსი მიზეზების გამო.

 

რა შემთხვევაში არ ვრცელდება საგარანტიო პირობები:

  • საგარანტიო პერიოდის გასვლის შემდეგ
  • საგარანტიო ბარათში წარმოდგენილი მონაცემები არ ემთხვევა საგარანტიო პროდუქტს
  • მოწყობილობის სახარჯი მასალა გამოყენებულია მოხმარების წესის დარღვევით
  • ნებისმიერი სახის ფიზიკური ნაკლისა და დაზიანების გამოვლენის დროს
  • შეცვლილია, წაშლილია ან დაზიანებულია ქარხნული სერიული ნომერი
  • თუ პროდუქტი გახსნილია (სხვა სახის მანიპულაცია) საგარანტიო მომსახურების გარეშე
  • დარღვეულია პროდუქციის ექსპლუატაციის ნორმები, სითხით დაზიანება, არასტანდარტული დენის ძაბვა და მსგავსი